2014-12-29 15:56:13
"ნორმან ატლანტიკზე" მყოფი საქართველოს რვა მოქალაქიდან ექვსი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი, მათ შორის ერთ-ერთი ფეხმძიმე ქალბატონია
ბორან "ნორმან ატლანტიკზე" მყოფი საქართველოს რვა მოქალაქიდან ექვსი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. იტალიაში საქართველოს ელჩის, კახა სიხარულიძის განცხადებით 6-დან ერთი არის ფეხმძიმე ქალბატონი, რომელიც ქალაქ ბარიში, საავადმყოფოშია მოთავსებული და მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მისივე თქმით, წუხელ გემიდან მაშველებმა კიდევ 70 ადამიანი გადმოიყვანეს. საქართველოს საელჩოში იმედოვნებენ, რომ იმ 70-ში აღმოჩნდება ის ორი ქართველი, რომელიც ჯერ არ ჩანს. ამ ორს შორის არის სასულიერო პირიც, მამა ილია კარტოზია. თუმცა ვრცელდება ასევე ინფორმაცია რომ მამა ილია კარტოზიას ხმელეთზე გადაყვანაა უკვე მოახერხეს სამაშველო ბრიგადებმა, ამის შესახებ ინფორმაციას სასულიერო პირები, ადგილობრივებზე დაყრდობით ავრცელებენ
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები
