2014-11-28 22:45:28
ფანჯიკიძე "სამეკავშირეო ხელშეკრულებაზე"-წარმოუდგენელია ამ ხელშეკრულებას უწოდო წარმატება ეს არის კატასტროფა (ვიდეო)

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რუსეთსა და აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებული "სამეკავშიროე ხელშეკრულება" არის  ქვეყნის ანექსია. განცხადება ფანჯიკიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას გააკეთა. მაია ფანჯიკიძე სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა სადაც ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ შეიძლებას ეს ხელშეკრულება წარმატებადაც კი ჩაითვალოს.

 "ეს ხელშეკრულება , რომელიც ნიშნავს საქართველოს ფაქტობრივ ანექსიას ჩემთვის არის კატასტროფა და მე ვერ წარმომიდგენია ამას უწოდო წარმატება. წარმატება შეიძლება უწოდო ისეთ რამეს, რასაც ცდილობ და შემდეგ მიღწევ. მე მაინტერესებს ბატონი პაატა ზაქარეიშვილი ცდილობდა, რომ ეს მომხდარიყო?რანაირად თვლის იგი ხელისუფლების წარმატებად ამ ხელშეკრულების გაფორმებას ჩემთვის წარმოუდგენელია,"-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

ამავე თემაზე