2014-11-28 13:13:55
რუბლი ისევ დაეცა -1 ევრო 62 რუბლი ღირს

დღეს დილით მოსკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე რუბლი ისევ გაუფასურდა. რუსეთის ეროვნულმა ვალუტამ ევროსთან მიმართებაში 61 რუბლს გადააჭარბა და  62,03 შეადგინა. ევროს პარალელურად რუბლი  კიდევ უფრო მეტად გაუფასურდა დოლართან მიმართებაში და 49,7 შეადგინა. რუბლის ვარდნის ფონზე დოლარებში გამოხატული  TTC (ერ-ტე- ეს-ის) ინდექსი 2,9% დაეცა. რუბლის უცხოურ ვალუტასთან ვარდნის  ტენდენცია რამდენიმე კვირაა შეინიშნება. 

ამავე თემაზე