2014-11-28 00:01:35
„სახედაკარგული“ პრემიერი და ყოფილი მინისტრის ფილოსოფია- „ძალა არც შენ გაქვს და არც შენს სიტყვას“

რატომ დაკარგა სახე პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თანამდებობიდან ალასანიას გათავისუფლების შემდეგ, ყოფილი მინისტრის ქმედებების შეფასებისას?-ამ შეკითხვაზე „ფორბსის“ ქართულ გამოცემასთან ინტერვიუში ირაკლი ალასანიას ფილოსოფიური პასუხი აქვს

”როდესაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ჩემი აზრით ძალიან არასწორი შეფასებები ყოფილი კოლეგების მიმართ, მე მას სპეციალურად არ ვუპასუხე.  არ ვუპასუხე იმიტომ კი არა , რომ მე პასუხი არ მაქვს, არ ვუპასუხე იმიტომ , რომ ჩემთვისაც , ჩემი გუნდისთვისაც-„თავისუფალი დემოკრატებისთვის“ -არ არის მისაღები, რომ პრემიერ-მინისტრმა დაკარგოს სახე და ინსტიტუტი აღმოჩნდეს უხერხულ ვითარებაში, იმიტომ რომ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება ყველა ჩვენგანის ინტერესებში შედის.

-და რატომ დაკარგა სახე პრემიერმა?

ამაზე ცოტა ფილოსოფიური საუბარიც შეიძლება გამოგვივიდეს მაგრამ ძალიან მოკლედ ვიტყვი: როდესაც მართალი კაცი ხარ სახეს არ კარგავ.  მაგრამ როდესაც იცი , რომ შენს ნაბიჯებს პოლიტიკური მოტივი აქვს, როდესაც იცი , რომ შენ ამ ნაბიჯებით მართლაც აყენებ საფრთხისა და დარტყმის ქვეშ იმ ინსტიტუციას , რომელიც ყველაზე წარმატებულად არის აღიარებული, რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში სიმართლის ძალა არც შენს სახეს აქვს და არც შენს სიტყვას-განუცხადა ირაკლი ალასანიამ „ფორბსს“

წყარო „ფორბსი“

 

ამავე თემაზე