2014-10-25 00:11:25
„პრეზიდენტი თოჯინა არ არის“...

მინისტრთა ნაწილის განცხადებას, რომ ისინი დაგეგმილი ვიზიტების გამო ვერ დაესწრებიან პრეზიდენტის მიერ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომას, ვალერი გელბახიანი ბოიკოტს უწოდებს. როგორც „პირველ რადიოსთან“ იურისტი აცხადებს, შეიძლება უკვე ითქვას, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა ჩაიშალა.

„პრაქტიკულად სახეზე არის კონფლიქტი საპრეზიდენტო ხელისუფლებასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. ეს არის პირდაპირი ფორმით ბოიკოტი, პროტესტი, როცა იშლება დანიშნული და გამოცხადებული უშიშროების საბჭოს სხდომა. ჩავთვალოთ , რომ ეს სხდომა არ შედგება, ეს სხდომა არის ჩაშლილი. სახელმწიფოს ავტორიტეტს ძალიან ბევრი ჩრდილი მიადგება ამით“,-განაცხადა ვალერი გელბახიანმა „პირველ რადიოსთან“

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ შეცვალა პრეზიდენტმა თარიღი იმის გამო , რომ ვერ ახერხებდა საბჭოს რამდენიმე წევრი დასწრებას სხდომაზე, ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ „პრეზიდენტი თოჯინა არ არის, რომ როცა მინისტრს სცალია მაშინ დაუნიშნოს უშიშროების საბჭოს სხდომა“.

„ყველა ვიზიტი უნდა გადადებულიყო , როცა უშიშროების საბჭოს სხდომა ინიშნება. მითუმეტეს თავად პრეზიდენტმა თავისი ვიზიტი ჩაშალა. ვინ არიან მინისტრები, რომ მათი ვიზიტის შეცვლა არ შეიძლებოდა?!  ეს არის კონფლიქტი, რომელსაც აქამდე ჰქონდა ფარული ხასიათი და ახლა ნელ-ნელა იღებს ღია და საჯარო ხასიათს“,-განაცხადა ვალერი გელბახიანმა 

ამავე თემაზე