2014-10-20 16:32:30
კობახიძე-მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინებით

პარლამენტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა და სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობისტს მზად არის. ამის სესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის ვიც-სპიკერმა მანანა კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით,მიუხედავად იმისა, რომ ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე განხორციელდა,პრაქტიკაში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად პარლამენტი მზად არის სახალხო დამცველის რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

„კანონში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, რომელიც ქმნის იმ გარანტიას, რომ შრომით უფლებებში იყოს დაცული ქალის უფლება და არ გახდეს ის დისკრიმინაციის მსხვერპლი, თუმცა თუ პრაქტიკაში არის რაიმე პრობლემა და ამ ხარვეზის გამოსწორებისთვის დამატებით რაღაც ცვლილებაა საჭირო, ბუნებრივია ჩვენ მზად ვართ, რომ ამაზე ვიმსჯელოთ და გავაგრძელოთ ამაზე მუშაობა უკვე სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინებით“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

ამავე თემაზე