2014-10-02 14:34:03
ლისის ტბასთან ახლოს ნაღმის აფეთქებისას ოთხი ახალგაზრდა დაშავდა

ლისის ტბის მიდებარე ტერიტორიაზე ნაღმის აფეთეთქებისას ოთხი პირი დაშავდა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით  ახალგაზრდები ამ ტერიტორიაზე ვარჯიშობდნენ რა დროსაც აფეთქება მოხდა. მძიმედ დაშავდა ერთი,  რომელიც ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. დანარჩენი სამი კი ექიმებმა სახლში გაწერეს. შემთხვევა 28 სექტემბერს, საღამოს  მოხდა. რთული რელიეფისა და ადგილმდებარეობის გამო, აფეთქებისას დაშავებულ ახალგაზრდებთან სასწრაფო დახმარების ბრიგადა ვერ მივიდა, ამიტომ ექიმებამდე დაჭრილები მაშველებმა მიიყვანეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით აღნიშნული ფაქტის შემდეგ გამნაღმველებმა კიდევ 18 ნაღმი იპოვეს, თუმცა ამას შსს-ში არ ადასტურებენ. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნაღმების წარმომავლობას სამართალდამცველები სწავლობენ. ასაფეთქებელი მოწყობილობები დამშრალი ტბის ადგილას უბედური შემთხვევის შემდეგ აღმოაჩინეს.

 

ამავე თემაზე