2014-09-20 15:01:58
ვახტანგ ხმალაძე: პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული ურთიერთობები "საერთო საქმეს არ წაადგება"

ვახტანგ ხმალაძის განცხადებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის  არსებული ურთიერთობები "საერთო საქმეს არ წაადგება".
"მიმაჩნია, რომ საერთო საქმეს არ წაადგება ასეთი ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით კონსტიტუციიით და კანონით არ არის მკაფიოდ გამიჯნული საგარეო ურთიერთობათა სფეროში პრეზიდენტის და მთავრობის უფლებამოსილებები, ის მაინც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყველაფერი კეთდებოდეს შეთანხმებულად და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა  პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ

ამავე თემაზე