2014-09-20 00:28:56
"პანორამა თბილისის“ სასტუმროს ბანერი და გადაჭრილი ხეები (ფოტორეპორტაჟი პუშკნის სკვერიდან)

პუშკინის სკვერში, ყოფილი ცეკავშირის შენობის წინ ხეების გადაბელვა დასრულდა. მერია უარყოფს ინფორმაციას, რომ ხეების გადაბელვა ყოფილი ცეკავშირის ადგილზე მიმდინარე მიმდინარე მშენებლობასთან არის დაკავშირებული. თუმცა მუშები რომლებმაც აღნიშნული სამუშაო განახორციელეს აცხადებენ რომ ხეების მოჭრის მიზეზი მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობაა. ქალაქის მერიაში კი განმარტავენ, რომ ხეების მოჭრა არ ხდება, და განხორციელდა 5 ჭადრის გადაბელვა, იქიდან გამომდინარე, რომ მათი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და გადაბელვით სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა, საფრთხე შეექმნოდა მოქალაქეებს. „პირველი რადიო“ ადილზე გადაღებულ ფოტო მასალას გთავაზობთ, ერთ- ერთ ფოტოზე აღბეჭდილია „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის - სასტუმროს ბანერი, თუმცა ბანერზე არ არის ნახსენები „პანორამა თბილისი“ და ფოტოზე მხოლოდ მითითებულია მიმდინარე სამუსაოების ნებართვის გამცემი ორგანო და დემონტაჟის განმხორციელებელი კომპანიის სახელი

ამავე თემაზე