2014-09-19 00:10:39
ნამორაძე და ჭიკაიძე - ფოტოს ისტორია

საქართველოს საპატრიარქოში გადაღებულ ცნობილ ფოტოზე, რომელზეც ალექსანდრე ჭიკაიძე და ნოშრევან ნამორაძე არიან აღბეჭდილები, პატიმრობიდან გირაოთი გათავისუფლებული ნამორაძე, პირველ კომენტარს მაესტროს ცხრიანში აკეთებს. ნამორაძე ამბობს, რომ ეს ფოტო შემხვევით არის გადაღებული. მისივე თქმით მას არც ჭიკაიძესთან და არც ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთან მას ურთიერთობა არ აქვს

„ვიყავი აღდგომის დღესასწაულზე პატრიარქთან მეუღლესთან ერთად რა დროსაც მოხდა შემდეგნაირი ფოტოს აღბეჭდვა. შემოვიდნენ მთავრობის წარმომადგენლები და უბრალოდ შემთხევით გადაღებული ფოტოებია და სხვა არაფერი, სრულიად შემთხვევითი სურათებია. მაღალი თანამდებობის პირები მიდიან აღდგომის დღესასწაულზე პატრიარქთან. რა დროსაც მე იქ ვიყავი და შემთხევით მოხდა ამ ფოტოს დაფიქსირებაც და ა. შ. იქ ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა, ბიზნესმენებიც იყვნენ ძალიან ბევრი, ჩვეულებრივი მოქალაქეებიც და ვერ ვხდები რატომ გამოიწვია აჟიოტაჟი ამ სურათმა. ნამდვილად არ ვიცნობ თანამდებობის პირებს, მითუმეტეს ფოტოში თუ არ ვცდები ჭიკაიძეა, ნამდვილად არ ვიცნობ“

ამავე თემაზე