2014-08-29 14:56:11
ქართველ მოხალისეთა ქვედანაყოფის მეთაური: რუსეთის დროშის ქვეშ უკრაინაში ძალიან დიდი რაოდენობის ჯავშანტექნიკა შევიდა

ქართველ მოხალისეთა ქვედანაყოფის მეთაურის განცხადებით რუსეთის არმიამ გადალახა უკრაინის საზღვრები და  ქვეყანაში რუსეთის დროშის ქვეშ საკმაოდ დიდი რაოდენობის ჯავშანტექნიკა შევიდა. ამის შესახებ განცხადება მამუკა მამულაშვილმა „პირველი რადიოს“ რადიოკლუბში გააკეთა. მისივე განმარტებით ქართველთა ქვედანაყოფი უწევს ყველა სახის დახმარებას უკრაინულ მხარეს, მათშორის ეს არის სამხედრო კონსულტაციები დაფიზიკური დახმარება.

„ქართველთა ქვედანაყოფი ეხმარება სამხედრო კონსულტაციებით და ბევრ სხვა რამეში უკრაინულ მხარეს, იმყოფება ლუგანსკის მიმდებარედ. ჩვენ ვეხმარებით ასევე ფიზიკურადაც. რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას, იქ არის რუსეთის არმია , რომელიც ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობა, რუსეთი ყოველ დღე ვარღვევს საზღვრებს და შემოაქვს შეიარაღება სეპარატისტებისთვის. რუსეთის ჯარი პირდაპირ შემოიჭრა , გადალახა უკრაინის საზღვრები , რუსეთის დროშების ქვეშ ძალიან ბევრმა ჯავშანტექნიკამ და ებრძვის უკრაინას“,-განაცხადა მამუკა მამულაშვილმა „პირველი რადიოს“ რადიოკლუბში

მამუკა მამულაშვილის განცხადებით საჭიროა შეიქმნას მოხალისეთა შტაბი, რათა სათანადო დახმარება გაუწიოს ქართველმა ხალხმა უკრაინელებს.

„უნდა შეიქმნას მოხალისეთა შტაბი და დავეხმაროთ მათ. ეს არის საქართველოსთვის გადამწყვეტი ბრძოლა. ჩემთვის გაუგებარია დღევანდელი მთავრობის პოზიცია. მე ვერ მოვისმინე მათგან ვერც ერთი განცხადება , რომლითაც უკრაინას დაეხმარებოდნენ“,-განაცხადა მამუკა მამულაშვილი

მისივე თქმით ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე გამოტქვამს სურვილს, რომ გაწევრიანდეს მოხალისეთა ქვედანაყოფში . ასევე დადგეგმილი შტაბის შექმნა, სადაც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული და ფულადი სახსრების მობილიზება მოხდება.  

 

 

ამავე თემაზე