2014-08-27 15:12:24
“გაუგებარია მეთოდოლოგია, რომლითაც ეს კვლევები ტარდება“ - კახა კალაძე NDI-ის კვლევის შედეგს საეჭვოდ მიიჩნევს

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე NDI-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგს საეჭვოდ მიიჩნევს. როგორც კალაძემ განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რა მეთოდოლოგიით ატარებს NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევებს. ამას გარდა, ენერგეტიკის მინისტრმა თვითმმართველობის არჩევნების წინ NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც გაიხსენა. 

“გაუგებარია მეთოდოლოგია, რომლითაც ეს კვლევები ტარდება. ეს პროცესები არ არის გამჭვირვალე. რაც შეეხება “ქართული ოცნების” გადანაცვლებას და “ნაციონალური მოძრაობის” წინ წამოწევას, ეს ვფიქრობ, ცოტა ღიმილისმომგვრელია, რადგან თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ “ნაციონალურ მოძრაობას” შესაბამისი პასუხი გასცა”, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

ამავე თემაზე