2014-07-31 10:30:13
რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აჩერებს

რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აჩერებს. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ რუსეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოქმედების შეჩერების შესახებ დადგენილების პროექტი შეიმუშავა. რუსული მედიისვე ცნობით, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ამ შეთანხმების უმეტესი პუნქტი, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ძალაში 1-ელი სექტემბრიდან შედის. როგორც რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს პროექტშია აღნიშნული, ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება შეთანხმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ეკონომიკის განვითარებისა და იუსტიციის სამინისტროებთან. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი 1994 წლის 3 თებერვალს მოეწერა. 

ამავე თემაზე