2014-07-23 20:51:13
საქალაქო სასამართლომ ვალერი ნადარეიშვილი პატიმრობაში დატოვა

 

ვალერი ნადარეიშვილთან დაკავშიებით თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და  აღკვეთის ღონისძიების  სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ აღმკვეთის სახით პატიმრობის შეფარდების საფუძვლად ვალერი ნადარეიშვილის თავისუფლებაზე დარჩენის შემთხვევაში მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელება დაასახელა. გარდა ამისა პროკურორის მტკიცებით, ნადარეიშვილი წარსულშო ნასამართლევია არის შემჩნეული დანაშაულებრივ ქმედებებში, მათ შორის ცეცხლსასროლ იარაღთან მიმართებაში.  დაცვის მხარემ პროკურატურის ეს განცხადება გააპროტესტა იმ მოტივით, რომ ვალერი ნადარეიშვილს 2012 წელს ნასამართლეობა გაქარწყლებული აქვს ამნისტიის შედეგად და ნასამართლევად არ ითვლება. დაცვის მხარე საქალაქო სასამრთლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, რომ ანი ნადარეიშვილის ძმა ვლადიმერ ნადარეიშვილი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და გამოძალვის ბრალდებით 21 ივლისს დააკავეს. მას სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" თანამშრომლის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა და გამოძალვა-მუქარა ედება ბრალად. 

 

ამავე თემაზე