2014-07-16 17:56:59
თიბისი ბანკი ონლაინ სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულებს დააჯილდოვებს

ხვალ, 17 ივლისს, 15:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში, გაიმართება ონლაინ სასკოლო ოლიმპიადის www.eruditor.ge გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება.

თიბისი ბანკი ოლიმპიადაში გამარჯვებულ მე-12 კლასელებს სპეციალურ საჩუქრებს გადასცემს.

ონლაინ სასკოლო ოლიმპიადა www.eruditor.ge - ეს არის უნიკალური საგანმანათლებლო ვებპლატფორმა, რომელიცთიბისი ბანკის სპონსორობით კომპანიამ „საგანმანათლებლო ინოვაციები“ განახორციელა.  

ოლიმპიადაში, საქართველოს მასშტაბით, 4000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.  

მისამართი: მარჯანიშვილის ქ.7, თიბისი გალერეა

 

ამავე თემაზე