2014-07-15 00:19:05
ბესელიას მარცხი ფოთში? - ვინ ახორციელბდა საკრებულოს წევრებზე ზეწოლას (ვიდეო)

ფოთის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდა" ვახტანგ დარცმელიძე ფოთის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს და ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს ეკა ბესელიას სურდა ფოთში საკრებულოს თავმჯომარე "მისი ფავორიტი" ლევან ჩოჩია

„დღეს ფოთში, ახალი საკრებულოს სხდომა გაიმართა, ქალბატონ ეკა ბესელიას სურდა საკრებულოს თავმჯდომარე მისი ფავორიტი გამხდარიყო. მაგრამ სხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა, დამოუკიდებელმა ფოთელებმა 8 ხმით 7-ზე ოთარ ხარჩილავა აირჩიეს, და ლევან ჩოჩიას კანიდატურს მხარი არ დაუჭირეს“,- აცხადებს დარცმელიძე და დასძენს, რომ ამის შემდეგ საკრებულოს წევრების მისამართით განხორციელდა მუქარების ზარები. კერძოდ დარცმელიძის ინფორმაციით, ფოთის საკრებულოს“ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის" წევრს ირაკლი დუნდუას დაუკავშრდა ლევან ჩოჩოა და საკრებულოს სდეხომის დატოვება უღცია, რაზეც დუნდუა მას უარიტ უპასუხა. გარცმელიძე განმარტავს, რომ დუნდუას მიმართ აღძრულია  სისხლის სამართლის "შეკერილი" საქმე, დარცმელიძის ინფორმაციით, აღნიშნულიდან გამომდინარე დაურეკეს ირაკლი დუნდუას და დაემუქრნენ, სხდომათა დარბზს თუ არ დატოვებდა მის მიმართ აღძრული საქმე უფრო დამძიმდებოდა.

ცნობისთვის  დამოუკიდებელი დეპუტატი ოთარ ხარჩილავა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედ დღეს აირჩიეს. აღნიშნულ თანამდებობაზე ორი კანდიდატი იყო წარდგენილი, თუმცა უმრავლესობის მხარდაჭერა ხარჩილავამ მოიპოვა. ხარჩილავას მომხრე 8 დეპუტატი, ლევან ჩოჩიას კი 7 დეპუტატი გახლდათ.

ამავე თემაზე