2014-05-24 00:26:43
17 მაისიდან 29 მაისამდე - ახალი აქცია ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ

„17 მაისის „აიდაჰოს“ აქცია 29 მაისს გადმოიტანეს „ - ამის შესახებ განცხადებას საინიციატივო ჯგუფის წევრი ბექა ცხადაძე აკეთებს, მისი ინფორმაციით 29 მაისს ამაღლების დღესასწაულზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ჯგუფის მიერ კანცელარიასთან „აიდაჰოს“ აქცია იმართება. ბექა ცხადაძის თქმით მას უკვე აქვს აღებული მერიიდან ნებართვა და „აიდაჰოს“ აქციას სტუდენტები კონტრაქციით უპსაუხებენ. „ეს დღე უნდა აღნიშნულიყო 17 მაისს, მაგრამ რახან ჩვენ გავაკეთეთ აქცია  ვერ გაბედეს 17 მაისს და გადმოიტანეს 29 მაისს. ნებართვა აღებული მაქვს მერიიდან. პოლიცია იქნება მობილზებული, დაპირისპირებას გამოვრიცხავთ, ვინც პროვოკაციის მოწყობას შეეცდება, პირადად ვიზრუნებ იმაზე, რომ პოლიციამ განარიდოს აქციიდან. ჩვენი მოთხოვნა არის იგივე რაც იყო 17 მაისს - მოვითხოვთ ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ცნებების: სექუალური ორიენტაციის და გენგედრული იდენტობის ამოღებას“,-განაცხადა „პირველ რადიოსთან“ საუბრისას ბექა ცხადაძემ

ამავე თემაზე