2025-02-18 11:11:00
აშშ დღეს ისეთ რაღაცებს ამბობს, რაც ძალიან სასიამოვნოა პუტინისთვის - უნდათ, მას ასიამოვნონ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა საკუთარი ტერიტორიის ნაწილს სამუდამოდ არ დათმობს.

ზელენსკიმ გააკრიტიკა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნება არარეალისტური მიზანია.

„აშშ დღეს ისეთ რაღაცებს ამბობს, რაც ძალიან სასიამოვნოა პუტინისთვის. იმიტომ, რომ მათ უნდათ, მას ასიამოვნონ. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ერთმანეთს შეხვდნენ და სწრაფ წარმატებას მიაღწიონ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ჰეგსეტი „უფრო ღრმად უნდა ჩაუღრმავდეს დეტალებს" და რომ ამისთვის მას დრო სჭირდება. 

ამავე თემაზე