2025-02-14 14:08:25
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ისანში აწყურის ქუჩაზე, დღეს 23:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ისნის რაიონში, აწყურის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 თებერვლის 23:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება. 

მერიის განცხადებით, მოძრაობის შეზღუდვა მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე იმოქმედებს. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქეთევან დედოფლის გამზირის, შირაქის, შორაპნის, დოესის და ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩების გამოყენებით.

"დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 14 თებერვლის 23:00 საათიდან აწყურის ქუჩაზე, ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

სარეაბილიტაციო არეალში ავტომობილებით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის.

შეზღუდვის პერიოდში, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე იმოქმედებს, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქეთევან დედოფლის გამზირის, შირაქის, შორაპნის, დოესის და ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩების გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შეზღუდვის პერიოდში აწყურისა და დიმიტრიადისის ქუჩების კვეთასთან იმოქმედებს ალტერნატიული გზა, რომლითაც მოსახლეობას გადაადგილება ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით შეეძლება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!"- წერია განცხადებაში. 

ამავე თემაზე