2024-11-01 17:04:44
რუსი ოკუპანტების თავდასხმებს უკრაინაში უკვე 585 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა 

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად დაიღუპა 585 ბავშვი, 1664 არასრულწლოვანი კი სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა, ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბავშვების უმეტესობა დაიღუპა და დაშავდა დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის რეგიონებში.

საერთო ჯამში, განსაკუთრებულ ვითარებაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ერთიან სიაში 52 ათასზე მეტი ადამიანია.

ამავე თემაზე