2024-10-31 13:38:23
ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და დასავლელებისგან განსხვავებით, პატივს ვცემთ საქართველოს ხალხის სუვერენულ ნებას – ზახაროვა 

ენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და დასავლელებისგან განსხვავებით, პატივს ვცემთ საქართველოს ხალხის სუვერენულ ნებას – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა.

"რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მეზობელი ქვეყანაა და ჩვენ არ ვართ გულგრილი იმის მიმართ, რაც ჩვენს საზღვრებთან ხდება. ამასთან, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და დასავლელებისგან განსხვავებით, პატივს ვცემთ საქართველოს ხალხის სუვერენულ ნებას. ჩვენ ვიმედოვნებთ საქართველოს  სტაბილურ განვითარებას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას." - განაცხადა მარია ზახაროვამ.

ამავე თემაზე