2024-10-31 11:36:13
აშშ-ში ხელისუფლების გადაცემის პროცესი იქნება მშვიდობიანი, ჯო ბაიდენი პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება – თეთრი სახლი

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს დაესწროს ინაუგურაციას, იმის მიუხედავად, თუ რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს არჩევნებში. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების გადაცემის პროცესი იქნება მშვიდობიანი.

„პრეზიდენტს მშვიდობიანი ხელისუფლების გადაცემის სჯერა და ნახავთ, როგორ გააკეთებს ამას“, – განაცხადა ჟან-პიერმა.

ამავე თემაზე