2024-10-30 14:46:59
"დიდი ცინიზმი და თავხედობაა საჭირო, რომ ბაიდენის განცხადების ინტერპრეტირება მოახდინო" - როთი მდინარაძეზე 

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, მიხაილ როთი მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, ბაიდენის მიერ არჩევნების შეფასებაზე და წერს, რომ ამისთვის დიდი ცინიზმი და თავხედობაა საჭირო.

"დიდი ცინიზმი და თავხედობაა საჭირო, რომ ჯო ბაიდენის განცხადების ინტერპრეტირება მოახდინო, როგორც გაყალბებული არჩევნების აღიარება. თაღლითობის ყველა ბრალდება გამოძიებული უნდა იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიერ," - წერს როთი.   

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ ბაიდენის განცხადებაზე დღეს თქვა: "მე დავარქმევდი კრიტიკულ აღიარებას, იქ რაღაც შემაშფოთებელ ცნობებზე და რაღაცებზე იყო საუბარი, მაგრამ ეს იყო აღიარება და ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისთვის".

ამავე თემაზე