2014-02-26 13:56:38
გენერალი თათუხაშვილი: პროკურატურა ჩემს შვილებს სიკვდილით ემუქრება

გენერალ ლეიტენანტი გოგი თათუხაშვილი, მთავარი პროკურატურას მისი ოჯახის დევნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ კიდევ ერთი განცხადება თათუხაშვილმა დღეს გაავრცელა, რომელსაც "პირველი რადიო" უცვლელად გთავაზობთ:
ცინიზმითაა სავსე პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის კომენტარი გურია ნიუთან. ,,თუ რაიმე პრობლემაა, დავეხმარებით, დაინტერესდება პროკურატურაო .,, პროკურატურა და მთელი სახელმწიფო მანქანა უკვე ,,დაინტერესდა,, ჩემი ოჯახით. ეხლა მე მაინტერესებს, დრო ნუ გაჰყავთ, სადაა შალვა ორი დღის განმავლობაში და ჩემი ადვოკატის თანდასწრებით ჩაუტარდეს სისხლის ანალიზი. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, შალვა ფსიქიურადაა ავად და ღებულობს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. რასთან რეაქციაში თქვენმა წამლებმა შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს.
რაც შეეხება წინადადებას, მივმართოთ ძალოვან სტრუქტურებს, პატრულში ვუჩივლოთ პროკურატურას , თუ უბნის ინსპექტორთან დავწეროთ განცხადება?!
,,ეხლა გვიანია, სამუშაო საათი მთავრდება,,-ო შალვას დაკითხვა პროკურატურაში 03/30 -მდე არ იყო გვიან?
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ჩემი შვილი გადამალული ჰყავს პროკურატურას. თქვით, თუ დაკავებული გყავთ რის საფუძველზე და რატომ მალავთ. თუ გატაცებული გყავთ და აშტერებთ წამლებით, ეს მაინც არ დაიმალება.
სამართლიანობის აღდგენა ჩემს შვილს არ ეკუთვნის? (მის სასიკვდილო ტრავმებზე ორი გამოუძიებელი საქმე გიდევთ პროკურატურაში, რის შედეგადაც ის გახდა ფსიქიურად ავად) თუ ,,სამართლიანობა,, მხოლოდ მაშინ უნდა აღდგეს, როდესაც მთავრობის წევრები ბიზნესსა და თანამდებობებს ინაწილებთ...
,,ცისფერი,, კოალიციის უმრავლესობავ, თქვენ მიშას დროსაც სასათბურე პირობებში იყავით, ,,სიამტკბილობა,, გიგრძელდებათ... თქვენ ის ძალა ხართ, ვინც რუსეთის დავალებით, სამხედრო გადატრიალების გზით დაამხეთ ეროვნული მთავრობა და გააძევეთ ზვიად გამსახურდია.
თქვენ ის ძალა ხართ, ვინც ამჯერადაც რუსული ფულით მოხვედით ხელისუფლებაში.
თქვენ გააფთრებით არ დაუშვით საპრეზიდენტო არჩევნებში ჭეშმარიტად ევროპული, დიდი გამოცდილების მქონე კანდიდატის მონაწილეობაც კი, რადგანაც ქალბატონი სალომე არ არის ხელფეხშეკრული რუსული და კრიმინალური გზით ნაშოვნი ფულით. . . და ა.შ.
მე გპირდებით, დავაჩქარო თქვენი ყალბი ნიღბების ახდის პროცესი
კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, ჩემს დანარჩენ შვილებს ნუ ემუქრებით სიკვდილით, თქვენც გყავთ შვილები...
P.S. ძალიან რომ არ შეგაწუხოთ ჩემი განცხადებებით, ვთხოვ ჩემს ოჯახის წევრებს, მიმართონ გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთის უბნის ინსპექტორს საქართველოს რესპუბლიკური პროკურატურის უკანონო ქმედებებზე.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები