2024-04-12 16:00:13
მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ვიცავთ ევროკავშირის დაწესებულ სანქციებს - შოლცი კობახიძეს

მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცავთ იმ სანქციებს, რომელიც ევროკავშირმა დააწესა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი იმპერიალისტურ გეგმებს აგრძელებს, ეს ეხება არამხოლოდ რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, არამედ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველო თვითონაც გახლდათ 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი, საქართველოს ნაწილები რუსული უკანონო ოკუპაციის ქვეშ არის და სწორედ ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას ხაზი გავუსვათ, ჩვენ ვერ და არ შევეგუებით ამას, გერმანია კვლავაც მხარს უჭერს და დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს შიგნით. ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიას, სადაც გერმანიას ყველაზე მეტი პერსონალი ჰყავს. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცვათ იმ სანქციებს, რომელიც ევროკავშირმა დააწესა. დიდი მადლობა თქვენი ვიზიტისთვის და მიხარია მომავალი თანამშრომლობა“, - განაცხადა შოლცმა.  

ამავე თემაზე