2024-02-22 12:47:47
ან ცხოვრება რუსეთთან ნორმალურ, საერთო სახელმწიფოში ან უსასრულო ომი. მათ თავად უნდა გააკეთონ ეს არჩევანი - მედვედევი 

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მისაღწევად შესაძლოა, კიევამდე მისვლა გახდეს საჭირო. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის ყოფილი პრემიერის განცხადებით, კიევამდე მისვლის საჭიროება განპირობებულია ორი მიზეზით – ერთია ის, რომ „კიევი რუსული ქალაქია“, ხოლო მეორე, რომ იქიდან გამომდინარეობს რუსეთის არსებობისთვის ინტერნაციონალური საფრთხე.

დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინას აქვს არჩევანი რუსეთთან საერთო სახელმწიფოში ნორმალურ ცხოვრებასა და უსასრულო ომს შორის.

„მე ამის შესახებ არაერთხელ ვთქვი, რომ უკრაინის ამჟამინდელი სახელმწიფო საშიშია თავად უკრაინელებისთვის. მათთვის ეს არჩევანი გამოიყურება ასე: ან ცხოვრება რუსეთთან ნორმალურ, საერთო სახელმწიფოში ან უსასრულო ომი. მათ თავად უნდა გააკეთონ ეს არჩევანი“, – განაცხადა მან.

ამავე თემაზე