2024-02-16 16:27:17
EU ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს - მიშელი ნავალნიზე 

ევროკავშირი ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Twitter-ზე. 

,,ალექსეი ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის. თავისი იდეალებისთვის მან უმაღლესი მსხვერპლი გაიღო.

ევროკავშირი ამ ტრაგიკულ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის რეჟიმს აკისრებს.

ღრმა სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და ყველას, ვინც უბნელეს პირობებში იბრძვის დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში.

მებრძოლები იღუპებიან, თუმცა ბრძოლა თავისუფლებისთვის არასდროს მთავრდება", - წერს მიშელი.   

ამავე თემაზე