2024-02-12 15:47:34
ონკოპაციენტების ოჯახის წევრებმა კანცელარიასთან აქცია გამართეს და კობახიძეს წერილით მიმართეს
მთავრობის კანცელარიასთან ონკოპაციენტების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ონკოპაციენტების ოჯახის წევრებმა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის სახელზე კანცელარიაში წერილი დატოვეს. ასობით ონკოპაციენტი მკურნალობის სრულად დაფინანსებას ითხოვს.
მთავრობის მოქმედი პროგრამა გულისხმობს წლიურად მხოლოდ 25 000-იან ლიმიტს, რაც ხშირ შემთხვევაში, გადასხმისთვის და სხვა საჭირო პროცედურებისთვისაც არ არის საკმარისი.
მთავარი მოთხოვნა დაწესებული ლიმიტის მოხსნა და ონკოპაციენტების ინდივიდუალურად დაფინანსებაა მათი საჭიროების მიხედვით.
აქციაზე შეკრებილების თქმით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან სამედიცინო მომსახურება თითოეული პაციენტისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, თუმცა მათი თქმით, დაპირება დაპირებად დარჩა.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები