2014-02-17 15:41:36
"შენ ბიძია გიჟი ხარ თუ ვიღაც ხარ? მო.. " - რატომ აგინა ოზურგეთის გამგებელმა ჟურნალისტს (ვიდეო)


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ "გურია ნიუსის" ჟურნალისტს ჟანა მეგრელიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა და კომენტარისთვის მისულს, საკუთარ კაბინეტში უშვერი სიტყვებით აგინა. კონსტანტინე შარაშენიძე აღნიშნული ინციდეტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის და განმარტებებს სპეციალურ განცხადებაში აკეთებს. "მე სრულად მაქვს გააზრებული ჩემი ქმედების სიმძიმე, რასაც არანაირად არ ამართლებს ის წინაპირობები, რაც ამ ჩანაწერის გაკეთებას წინ უძღოდა. მათ შორის, არც ის გარემოება, რომ ამ გამოთქმების ადრესატი ჟურნალისტის მიერ დასახელებული ე.წ. წყაროა და ნამდვილად არ არის კონკრეტული ჟურნალისტი, მით უმეტეს, რედაქცია. არც ის ფაქტი, რომ ეს მხოლოდ ამონარიდია საკმაოდ ემოციური და ხანგრძლივი საუბრისა, რომლისდეტალებზე ამ ეტაპზე ჩემი მხრიდან საუბარი უზნეობად მიმაჩნია. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ღრმა პატივისცემას ზოგადად მედიის,მათ შორის "გურია ნიუსის", მისი მრავალრიცხოვანი აუდიტორიის მიმართ და ბოდიშს ვიხდი ჩემი, როგორც საჯარო მოხელის არაეთიკური, არაადეკვატური საქციელის გამო,"-ნათქვამია კონსტანტინე შარაშენიძის განცხადებაში. გამგებელელსა და ჟურნალის შორის ინციდენტი, სოფლის პროექტებთან დაკავშირებით, არსებულ პრობლემებზე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებს მოჰყვა.

ამავე თემაზე