2023-11-21 16:00:18
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტები მორიგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტები მორიგ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას თეთრი სახლი ადასტურებს.

ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერის ცნობით, ამ ეტაპზე ჯო ბაიდენისა და სი ძინ პინის შეხვედრის ზუსტი თარიღი არ დანიშნულა, თუმცა ის უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის მიზანია ჩინეთთან მეტი პასუხისმგებლობის მქონე ურთიერთობისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

ამავე თემაზე