2023-11-21 12:25:34
აშშ-ში დააკავეს ქუთაისელი "კანონიერი ქურდი" და მისი დაჯგუფების წევრები 

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ავრცელებს. 

განცხადების მიხედვით, დაკავებულები არიან ე.წ. კანონიერი ქურდი ვაჟა გაბადაძე, იგივე "ნათან იუსუპოვი", კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე იგივე "თავა", დავით ტიკარაძე, იგივე "დათო".

საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ დაახლოებით 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაბადაძე, კაცაძე, თავბერიძე და ტიკარაძე მსხვერპლისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ. 

პროკურატურა აღნიშნავს, რომ 41 წლის გაბადაძეს, 45 წლის კაცაძეს, 54 წლის თავბერიძეს და 53 წლის თიკარაძეს, ყველა მათგანი ქუთაისიდანაა, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ბრალდებულთა ნებისმიერ სასჯელს განსაზღვრავს მოსამართლე. 

ამავე თემაზე