2023-11-20 19:50:48
რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევთან უკანონოდ დააკავეს ადგილობრივი, რომელიც ამ ეტაპზე თავისუფალია - სუსი

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევთან უკანონოდ დააკავეს ადგილობრივი, რომელიც ამ ეტაპზე თავისუფალია, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წერს: 

,,რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავეს ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც ამ ეტაპზე თავისუფალია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

მომხდართან დაკავშირებით კომუნიკაცია მიმდინარეობდა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მეშვეობით. ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. 

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად," - წერს სუსი.     

ამავე თემაზე