2023-09-19 15:26:40
ილონ მასკი აცხადებს, რომ ​​​​​​​X-ით [Twitter] სარგებლობა ფასიანი გახდება

ილონ მასკი აცხადებს, რომ X-ით (ყოფილი Twitter) სარგებლობა ყველასთვის ფასიანი გახდება. მისი თქმით, მომსახურების სარგებლობისთვის კომპანია "გადადის ყოველთვიურ, მცირე გადასახადზე, რათა "ბოტების უზარმაზარ არმიას" ებრძოლოს.

თუმცა, მასკს X-ით სარგებლობის ღირებულება ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია. 

ცნობისთვის, მასკმა Twitter 2022 წელს 44 მილიარდ დოლარად იყიდა და წელს კომპანიას სახელი შეუცვალა. 

ამავე თემაზე