2014-02-04 17:34:04
ივანიშვილი: "მოჩქარეს მოუგვიანდესო" - ასე დაემართა უსუფაშვილს

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების ირგვლივ ერთადერთი ობიექტური უკმაყოფილებაა ის, რომ პარლამენტმა პროცესი მოკლე დროში ვერ დაასრულა. მისივე თქმით ბრალდება, ტელევიზიის ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა.

 

„საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მე გავიხსენებ ერთ ქართულ ანდაზას - "მოჩქარეს მოუგვიანდესო" - ასე დაემართა დავით უსუფაშვილს. მან ცოტა იჩქარა და ინფორმირებულობა დააკლდა. მინდა ერთ ტენდენციას გავუსვა ხაზი. უსუფაშვილი გამოვიდა და საკუთარი თავი დამნაშავედ გამოაცხადა. სად გაგიგიათ წინა ხელისუფლებისგანა ასეთი რაღაც?!",-განაცხადა ყოფილმა პრემიერმა 

მისივე განცხადებით თუკი ინფორმაციის ნაკლებობა იყო, მსურველებს განცხადების შეტანის საშუალება უნდა მიეცეთ: "ეს რას აფუჭებს?! ეს კიდევ ერთი საშუალებაა იმის, რომ პროცესს დავაკვირდეთ და გავიგოთ, დემოკრატიულად მიდის თუ არა ის",-აღნიშნა ივანიშვილმა

 

ამავე თემაზე