2023-01-27 13:00:44
რუსეთის განცხადებები ფრონტზე წარმატებების შესახებ, დეზინფორმაციაა - ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა მიზანმიმართულ დეზინფორმაციად აფასებს რუსეთის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვთან და დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედართან და ამ რაიონებში გაარღვიეს უკრაინის თავდაცვის ხაზი.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუსული ქვედანაყოფები, როგორც ჩანს, აწარმოებდნენ ლოკალურ, საცდელ შეტევებს, თუმცა, დიდი ალბათობით, ვერ მიაღწიეს ვერანაირ არსებით წარმატებას.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რეალურია იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთის სამხედრო წყაროები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას და ცდილობენ ამ გზით აჩვენონ, რომ რუსეთის ოპერაცია ძალას იკრებს.

ამავე თემაზე