2023-01-27 11:21:52
თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებულ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დღეს დილით თეირანში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

თავდასხმის მოგერიების დროს საელჩოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი დაიღუპა, კიდევ 1 ადამიანი კი დაშავდა.

მედიის ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ამავე თემაზე