2022-09-23 15:37:06
მტკივა გული რომ ოპოზიცია აღარ არსებობთ! მტკივა ეს... ღვარძლი გალაპარაკებთ, კაცო, ღვარძლი - კახაძე ოპოზიციას  

მტკივა გული რომ ოპოზიცია აღარ არსებობთ! მტკივა ეს... ღვარძლი გალაპარაკებთ, კაცო, ღვარძლი, - ასე მიმართა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს უსმენენ.

კახაძემ სოციალურ პოლიტიკაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „32 კბილი უნდა დააჭირო ენას, რომ არ წამოგცდეს არასწორად ნათქვამი“.

„16 ათასით გაიზარდა სოციალური შემწეობაო. აფერუმ! ბიჭოოო, რა მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, კაცო?! მე მეგონა, 160 ათასით გაიზრდებოდა. „ძველ ვოდევილებში“ არის სცენა ღორის ასაკზეა ლაპარაკი და ამბობენ, ყველაფერს ლაპარაკობს ეს ქალი, ყველაფერს, მაგრამ ღორზე არაფერს ლაპარაკობსო - ასე ნუ იქცევით, მოსახლეობასთან თავს ნუ ირცხვენთ! მტკივა გული რომ ოპოზიცია აღარ არსებობთ! მტკივა ეს... ღვარძლი გალაპარაკებთ, კაცო, ღვარძლი. რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში რომელი ხელისუფლების პირობებში გაერთიანდება ქვეყანა, თუ თქვენ ამ ქვეყნის გულშემატკივრები ხართ? სირცხვილი და თავის მოჭრა თქვენს ქცევას! ცუდ სიტყვას არ ვიტყვი...

ადამიანებს შესთავაზეს ერთი, მეორე, მესამე,მეოთხე და მეხუთე [სამსახური], თქვეს ეს არ გვინდა, არ გვინდა, არ გვინდა... რა აღმოჩნდა იცით? აღმოჩნდა, რომ ისინი მუშაობენ, მაგრამ არსად არ ჩანან, ჩრდილში არიან. ჩვენ შევთავაზეთ, თუ თქვენ მართლა ჩვენი ნდობა გაქვთ და შეგვიძლია თქვენი დაუმადლებელი შრომით რაღაცით შეგეწიოთ, გვიგულეთ პარტნიორებად, მაგრამ თუ შენ ფიქრობ, რომ ჩვენ ისეთი ბეცები ვართ, რომ შეგიძლია ეს ყველაფერი ისე გაატარო, ჩვენი თავი სხვას აგინებინო, აქ ციფრიც გაჟღერდა, რომ დღეში 40-50 ლარი გვაქვს შემოსავალი და თვეში 1200-იო, ბიჭო, 1200 ლარი თუ აქვს ცუდად როგორ ცხოვრობს და სოციალური შემწეობა როგორ აქვს დასანიშნი? თქვენვე გაყიდეთ ახლა ეს ინფორმაცია და არასწორი თქვით. ამიტომ სიტყვის თქმის დროს ენა კი არ არის მთავარია, ტვინია. ენის ჭკუაზე არ იაროთ კაცო, ენა მეტყველების ორგანო არაა, ენა მეტყველებაში მონაწილე ორგანოა, მას ტვინი აკონტროლებს და 32 კბილი, ბოლო-ბოლო უნდა დააჭირო ენას, რომ არ წამოგცდეს არასწორად ნათქვამი“, - მიმართა კახაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.  

ამავე თემაზე