2022-09-23 15:13:22
"ის ძაღლისშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლისშვილია" - ლავროვი ზელენსკის მიმართ აშშ-ს პოლიტიკაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, გუშინ, გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის პოლიტიკა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ეფუძნება პრინციპს: "ის ძაღლისშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლისშვილია". 

მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები და მის მოკავშირეები, საერთაშორისო უფლებადამცველი ინსტიტუტების თანხმობით, "სისტემატურად ფარავდნენ კიევის რეჟიმის დანაშაულებს 8 წლის განმავლობაში".  

ფრაზა, რომელიც ლავროვმა ზელენსკის მიმართ გამოიყენა, ერთ-ერთი გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა ნიკარაგუას პრეზიდენტის, ანასტასიო სომოსა გარსიას შესახებ თქვა.

სომოსა სასტიკ დიქტატორად მიიჩნეოდა, თუმცა აშშ მის რეჟიმს მხარს უჭერდა, როგორც არაკომუნისტურს ნიკარაგუაში.

ერთ-ერთი ვარაუდით, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი მითად მიიჩნევს, რუზველტმა 1939 წელს თქვა: „სომოსა, შესაძლოა, ნაბი*ვარია, მაგრამ ის ჩვენი ნაბი*ვარია“.  

ამავე თემაზე