2022-09-23 13:13:59
ჩვენ ვიომებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარი სახლისა და მიწის დაცვა მოგვიწევს – ლუკაშენკო

ჩვენ ვიომებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც საკუთარი სახლისა და მიწის დაცვა მოგვიწევს – ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანაში მობილიზაციის გამოცხადება არ იგეგმება.

მან ასევე განაცხადა, რომ ბელარუსი ომში ჩართვას არ აპირებს.

„ეს მობილიზაცია არის რუსეთი. ის, რომ ვიღაცები ცდილობენ, თქვან, რომ აქაც იქნება? რომ არ იყოს? მათ მხოლოდ სიტუაციის შექმნა სჭირდებათ. არ იქნება არანაირი მობილიზაცია. ეს არის ტყუილი“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ამავე თემაზე