2022-09-23 11:01:50
ირანის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუ, წამყვანის მიერ თავსაბურავის არ გაკეთების გამო გააუქმა

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა CNN-ის წამყვანთან, ქრისტიან ამანპურთან დაგეგმილი ინტერვიუ იმის გამო გააუქმა, რომ წამყვანმა უარი თქვა პრეზიდენტის მოთხოვნაზე, გაკეთებინა თავსაბურავი.

ირანის პრეზიდენტი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდა.

ინტერვიუ დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა ებრაჰიმ რაისის თანაშემწემ წამყვანს ბოლო წუთს უთხრა თავსაბურავი გაეკეთებინა, რაზეც ამანპურმა უარი განაცხადა.

ამავე თემაზე