2022-09-22 18:56:18
რეკომენდებულია, რომ 35 წელს ქვემოთ კაცებმა დაუყოვნებლივ დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები ყირიმი-საქართველოს გზით – ფედოროვი 

აუცილებელია, ახლავე ან ცადოთ გასვლა ზაპოროჟიეს მიმართულებით ან აირჩიოთ ალტერნატიული მარშრუტი - საქართველოს მიმართულებით ოკუპირებული ყირიმის გავლით. ცოტა დრო რჩება! – მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი ქალაქის მცხოვრებ 18-35 წლის მამაკაცებს, რომლებიც რუსეთმა შესაძლოა მობილიზაციისთვის გამოძახოს, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებს.

„რეკომენდებულია, რომ 35 წელს ქვემოთ კაცებმა დაუყოვნებლივ დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები ყირიმი-საქართველოს გზით.

დღეს უკვე 18-დან 35 წლამდე კაცებს მტრის საგუშაგოზე ვასილივკაში არ მისცეს საშუალება რომ ზაპოროჟიეში ჩასულიყვნენ. ეს პრაქტიკა გაგრძელდება.

ოკუპანტების მიზანია, რომ ჩვენი კაცები ფრონტზე „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენონ.

2014 წელს ოკუპანტებმა ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს ადამიანებზე ე.წ ლუჰანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებში. ისინი იმავეს გააკეთებენ ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში.

აუცილებელია, ახლავე ან ცადოთ გასვლა ზაპოროჟიეს მიმართულებით ან აირჩიოთ ალტერნატიული მარშრუტი - საქართველოს მიმართულებით ოკუპირებული ყირიმის გავლით. ცოტა დრო რჩება!“– მიმართავს მელიტოპოლის მცხორებლებს ფიოდოროვი.

ამავე თემაზე