2022-09-22 15:28:20
პუტინის გამოცხადებული მობილიზაცია, შესაძლოა, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსაც შეეხოს

პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაში მონაწილეობის მიღება შესაძლოა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსაც მოუწიოს.  აფხაზეთის ე.წ.-მა სამხედრო კომისარმა განაცხადა, რომ  მზად არიან მხარი დაუჭირონ ნაწილობრივი მობილიზაციის აუცილებლობას,  მომავალ საშემოდგომო გაწვევაზე. 

„ჩვენ სწორად მივიღეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გამოსვლა. ნაწილობრივ ეს ეხება ჩვენი რესპუბლიკის მცხოვრებლებს. თუ საჭიროა ნაწილობრივი მობილიზაციის ჩატარება, ბუნებრივია, ამას მაშინ გავაკეთებთ, როცა ოფიციალურ ცალკე მითითებას მივიღებთ“, - განაცხადა Sputnik.Abkhazia-სთან ინტერვიუში ე.წ. სამხედრო კომისარმა ბესლან ტარბამ.

ამავე თემაზე