2022-09-22 12:03:45
ჯო ბაიდენის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა აბსოლუტურად უხამსად მიმაჩნია - ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა „უხამსი“ იყო, რადგან მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიტყვების არასწორი ციტირება მოახდინა. 

"რაც შეეხება შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლას, მე მიმაჩნია, რომ ის აბსოლუტურად უხამსი იყო. ფაქტია, რომ მან დაიწყო ვითომ რუსეთის პრეზიდენტის ციტირებით. მან რუსეთის პრეზიდენტს მიაწერა სიტყვები, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ემუქრება ბირთვული იარაღით“, - თქვა მან სოლოვიევის გადაცემის პირდაპირ ეთერში.

აშშ-ს პრეზიდენტმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივ მობილიზაციასა და მუქარას გამოეხმაურა. ამისი თქმით, მოსკოვი "უპასუხისმგებლოდ" იქცევა, როდესაც ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება - "ბირთვულ ომს ვერავინ მოიგებს და ეს არასდროს უნდა მოხდეს".  

ამავე თემაზე