2022-09-21 17:56:43
რუსეთის ნაწილობრივი მობილიზაცია დადასტურდა, უკრაინის განადგურებას შეეცდებიან - მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავიეცკი გაემოხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის დაანონსებას. მორავიეცკის თქმით, რუსეთის მიზანი უკრაინის განადგურებაა.

"ინფორმაცია ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ დადასტურდა. რუსეთი შეეცდება უკრაინის განადგურებას და მისი ტერიტორიების ნაწილის მიტაცებას. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ". – თქვა მორავიეცკიმ.  

ინფორმაციისთვის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ მან სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა.  

ამავე თემაზე