2022-09-21 16:54:49
ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი და აგრესიის მსხვერპლი ერთი ქვეყანაა, უკრაინა - მიშელი

ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი და აგრესიის მსხვერპლი ერთი ქვეყანაა, უკრაინა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დაწერა. მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი დარჩება. 

„კრემლმა მობილიზაცია მშვიდობის საერთაშორისო დღეს გამოაცხადა მაშინ, როდესაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყნები მუშაობენ თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ამ ომში მხოლოდ ერთი აგრესორია, რუსეთი და აგრესიის მსხვერპლი ერთი ქვეყანაა, უკრაინა. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი დარჩება“, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღედ გაერო-მ 1981 წელს გამოაცხადა.  

ამავე თემაზე