2022-09-21 16:49:10
კრემლმა, წვევამდელთა რაოდენობის შესახებ, მობილიზაციის განკარგულების პუნქტი დალუქა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უარი თქვა ვლადიმერ პუტინის ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულების საიდუმლო, მე-7 პუნქტის შინაარსის გამჟღავნებაზე და მხოლოდ იმაზე მიუთითა, რომ ეს ეხება წვევამდელთა რაოდენობას.

"მართლაც, ის (მეშვიდე პუნქტი) არის ოფიციალური გამოყენებისთვის, ამიტომ მე არ შემიძლია ამის გამხელა", - თქვა პესკოვმა. 

პუტინის განკარგულებაში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ არის ერთი დახურული პუნქტი ნომერი 7. კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტის ვერსიაში ეს პუნქტი გამოტოვებულია, ხოლო იურიდიული ინფორმაციის პორტალზე წარმოდგენილ ვერსიაში მითითებულია როგორც „ოფიციალური გამოყენებისთვის“.  

ამავე თემაზე