2022-09-21 10:52:07
ყველაზე მნიშვნელოვანი სანქცია რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა – ზელენსკი

როდესაც აშშ აღიარებს რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, ევროპის სხვა დემოკრატიული ქვეყნებიც მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

„გულწრფელი და ნაყოფიერი ონლაინსაუბარი მქონდა შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტთან, ბილ კლინტონთან, Clinton Global Initiative-ის ფარგლებში. მე აღვნიშნე, რომ შეერთებული შტატები დემოკრატიის საზომია მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, რომელსაც სხვა ქვეყნები ედრებიან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ აშშ დარჩეს ლიდერად უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთზე ზეწოლის კუთხით. როდესაც აშშ აღიარებს რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, ევროპის სხვა დემოკრატიული ქვეყნებიც მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე