2022-09-21 10:01:35
ის, რაც რუსეთმა გამოაცხადა, პაროდიაა – მაკრონი რუსეთის ე.წ. "რეფერენდუმებზე"

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთთან შეერთების ე.წ რეფერენდუმებს "ცინიკურს" და "პაროდიას" უწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

მაკრონის თქმით, დაგეგმილი ე.წ. "რეფერენდუმი" რუსეთთან შეერთების შესახებ არ იქნება აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ.

”დროებით ოკუპირებული დონბასის რეფერენდუმის იდეა რომ არ იყოს ასე ტრაგიკული, ცინიკური იქნებოდა.. მე ვფიქრობ, რომ ის, რაც რუსეთმა გამოაცხადა, პაროდიაა”, - თქვა მაკონმა​.

ამავე თემაზე