2022-09-21 09:47:02
პუტინმა უნდა აღიაროს, რომ უკრაინის ომს ვერ მოიგებს – შოლცი

პუტინმა უნდა აღიაროს, რომ უკრაინის ომს ვერ მოიგებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შოლცმა ასევე განაცხადა, რომ ბერლინი 25 ოქტომბერს უმასპინძლებს კონფერენციას უკრაინის აღდგენასთან დაკავშირებით.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საოკუპაციო ომს გამართლება არ აქვს. პრეზიდენტი პუტინი ამ ომს ერთი მიზნით აწარმოებს: მას სურს უკრაინის ხელში ჩაგდება. თვითგამორკვევა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა მისთვის არაფერს ნიშნავს. ეს არის იმპერიალიზმი. იმპერიალიზმის დაბრუნება არ არის მხოლოდ კატასტროფა ევროპისთვის, ის ასევე კატასტროფაა ჩვენი გლობალური მშვიდობიანი წესრიგისთვის, რომელიც არის იმპერიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის ანტითეზისი. ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი, რომ ამ ოთახში 141-მა წევრმა დაგმო რუსეთის ომი“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

ამავე თემაზე