2022-09-20 12:07:12
ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი - შსს განცხადებას ავრცელებს

ქუთაისში ერთ-ერთ ბანკზე თავდასხმასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, პირველადი ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

"პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს", - წერს შსს.  

ამავე თემაზე